სოციალური მედიის მართვა, ტრენერების ასისტირება - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)

გამოყვეყნების თარიღი: Feb 18, 2021

ტრანზიტული საგანამანათლებლო პროგრამა ემსახურება ქუჩასთან დაკავშირებულ ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებებით: აკადემიური უნარებისა და სასიცოცხლო უნარების განვითარება.
აღნიშნული პროგრამა ეძებს მოხალისეს ორ პოზიციაზე: სოციალური მედიის მართვისა და  ტრენერების ასისტირებისთვის მიმართულებით.
მომავალ მოხალისეებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ და ასისტენტობა გაუწიონ გამოცდილ და პროფესიონალ ფსიქოლოგებს ბავშვებთან მუშაობის პროცესში. ასევე, გამოცდილებას მიიღებენ სოციალური მედიის საშუალებებზე ინფორმაციის განთავსებასა და მოკლე სტატიების წერის მიმართულებით.
ხანგრძლივობა: 6 თვე
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე  ელ-ფოტსაზე: info@csdc.ge ამა წლის 25 თებერვლამდე

ორგანიზაციის შესახებ


ისტორიასოციალურ-ეკონომიკურმა ცვლილებებმა, რომელიც ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოში განვითარდა, დაამძიმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა, მათი ცხოვრების პირობები. ეს განსაკუთრებით შეეხო ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა: მარტოხე... განაგრძეთ კითხვა