„დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მოხალისეობის გზით“პროექტი მიზნად ისახავდა სამ რეგიონში: მარნეული, ბორჯომი და ნუკრიაში ახალგაზრდების გააქტიურებას მოხალისეობის გზით, ტრენინგების გამართვა, მცირე გრანტების გაცემა პროექტებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თემში ინტერგრაციის მიზნით. მოხალისეები, აღნიშნულ რეგიონში ახორცილებენ პროექტებს, მართავენ საქველმოქმედო საღამოებს და ახდენენ ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას. რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები მოხალისეობაზე, პროექტების წერასა და მართვაზე, სოცმეწარმეობაზე. იმართება შეხვედრები ექსპერტებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. მიმდინარე პროექტი, ხორციელდება მაკლეინის ასოციაციის მხარდაჭერით. 2015 წელი -დღემდე
მოხალისეთა რადიო „ჩემი ხმა“ – მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის თავისუფალი სივრცის შექმნას, მათთვის აქტუალური საკითხების გაშუქებას, სათემო და მოხალისეთა ონლიან რადიოს პრაქტიკის დანერგვას საქართველოში. ონლაინ რადიოს მოხალისე ჟურნალისტები ჩართულები არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და ფრიდა, 2015 წლიდან დღემდე.
ორენოვანი მოხალისეთა ონლიან საგაზეთო გამოცემა „ხელები მაღლა“ – მიზნად ისახავს მოხალისეთა საქმიანობის გაშუქებას, მოხალისეობის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. 2015 წლიდან დღემდე.
საქართველოს მოხალისე – „ჰელფინგ ჰენდ“-ი არის 2015 და 2016 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტენდერის გამარჯვებული საქართველოს მოხალისის პროგრამის ფარლებში. ორგანიზაციამ შექმნა მოდული, სახელმძღვანელოები და სატრენინგო პროგრამა, წარმატებით გამართა 5 დღიანი ბანაკი, 2015 წელი
„მოხალისეთა ინკუბატორი საქართველოს რეგიონებში“– პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონებში მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაციას, მოხალისეთა ინკუბატორის ჩამოყალიბებას, რეგიონში მუნიციპალიტებსა და ახლგაზრდებს შორის ურთიერთანამშრომლობის ჩამოყალიბებას მოხალისეობის გზით, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, 2014 წწ
„მოხალისეობის განვითარება სამოქალაქო ცვლიბებისათვის“ – პროექტი მიზნად ისახავდა მოხალისეობის კულტურის დანერგვას საქართველოში და მოხალისეთა მდგრადი რესურს ცენტრის შექმნას, როგორც მოხალისეებისათვის ასევე საზოგადოებისათვის; პროექტის ფაგლებში ტრენინგი მოხალისეობის მენეჯმენტში ჩაუტარდა 32 არასამთარობო ორგანიზაციას, 2013-2014წწ
“მოხალისეობა – გზა ეკონომიკური დამოუკიდებლობისაკენ”-პროექტი მინზად ისახავდა იძულებით გადაადგილებული ახალგაზრების ინტეგრაციას, მოხალისეობის გზით სამუშაო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და შრომით ბაზარზე დამკვიდრებას; პროექტის ფარგლებში დასაქმდა 30 იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა; ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” 2009-2010 წწ.
“მოხალისეობა-სოციალური ტრანსფორმაციისაკენ” (მოხალისეთა ინკუბატორი) – მიზნად ისახავდა მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მოხალისეობრივი კულტურის დანერგვას ქართველ ახალგზარდებში; პროექტის ფარგლებში პირველად საქართველოში შეიქმნა მოხალისეთა ბაზა, რომელშიც გაწევრიანდა 150-მდე ახალგაზრდა; და მოხალისეობრივ სერვისს სთავაზობდნენ დღის ცენტრებსა და ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებათ; პროექტის ფარგლებში მოხდა ვიდეო-რგოლის გადაღება “მე მოხალისე ვარ გახდი, შენც”; ფონდი ღია საზოგადოება საქართველოში;
This project is funded by the European Union
This project is implemented by IREX Europe in partnership with Human Rights House Tbilisi