მოხალისეთა ისტორიები

ჩემთვის მოხალისეობა არის პიროვნული უნარების განვითარება, მეტის სწავლა და გამოცდილების შეძენა, რაც შემიძლია მოვახმარო სხვა ადამიანებს, ვიზრუნო სხვის პრობლემებზე, ვეცადო მათ დახმარებას, შევიძინო მეგობრები და ცხოვრება იყოს უფრო საინტერესო.

ნებისმიერი მოხალისეობრივი აქტივობა სასიამოვნოა, მაგრამ არასდროს არ დამავიწყდება პროექტი "მშვიდობის ელჩები", ეს იყო არაჩვეულებრივი პროექტი, სადაც ბევრი რამ ვისწავლე, ასევე გავიცანი არაჩვეულებრივი ბავშვები, რომლებთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა და ყოველთვის მენატრებიან.

ქეთი დოლიძე
ჰელფინგ ჰენდისმოხალისე, 2014 წელი

 

მოხალისეობა ჩემთვის არის საქმე რომელსაც დიდი სიამოვნებით და პასუხისმგებლობით ვეკიდები. 

„ჰელფინგ ჰენდში“ და ასევე სხვა ორგანიზაციებში მოხალისეობამ დამანახა, რომ შემიძლია ვიყო იმაზე მეტი ძლიერი ვიდრე აქამდე ვიყავი.

მოხალისეობამ მომცა ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული რომელსაც ვგრძნობდი იმ ადამინების მიერ ვისაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ.

გამოვყოფდი კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ვთვლი რომ ჩვენს მიერ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ჩვენს ქვეყანაში.

მარიამ ახვლედიანი
ჰელფინგ ჰენდისმოხალისე, 2014 წელი

 

მოხალისეობა ჩემთვის არის დროის ყველაზე საუკეთესოდ განაწილება რათა აკეთო სიკეთე.

მოხალისეობა ყოველმხრივ დადებითი საქმინაობაა, რომლსაც სარგებელი მოაქვს არამხოლოდ ჩემთვის არამედ სხვებისთვისაც, სწორედ ამით არის უნიკალური მოხალისეობა. 

"ჰელფინგ ჰენდში" მოხალისედ მოსვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დადებითად შეიცვალა. გავხდი უფრო აქტიური, მივიღე მრავალეფროვანი გამცოდილება სხვადასხვა სფეროში, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, რომელთანაც ახლა ვმეგობრობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებ მოანწილეობას "ჰელფინგ ჰენდის" მიერ ორგანიზებულ პროექტებში.


 გვანცა საათაშვილი
"
ჰელფინგ ჰენდის" მოხალისე, 2014 წელი

 

 

ჩემთვის მოხალისეობა არის საზოგადოებრივად სასარგებლო და ჩემთვის სასიამოვნო საქმის კეთების კომბინაცია, რომლის უპირველესი მიზანია ქველმოქმედება და არა ფულადი სარგებელი. 

მოხალისეობა არის ახალი უნარ–ჩვევების შეძენა, ინტერესის სფეროების გაფართოება–განვითარება, ადამიანების გაცნობა და მათთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
"ჰელფინგ ჰენდში" მოხალისეობამ პირველ რიგში ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა, გაზარდა ჩემი, როგორც მოქალაქის თვითშეგნება, ჩამრთო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში. 

ძალიან სასიამოვნოა, როცა დაღლილი ვბრუნდები სახლში და მახსედება ადამიანების მადლიერი სახეები... და ვხვდები, რომ მხოლოდ ამისთვისაც კი ღირს იწოდებოდე მოხალისედ.

ნატა გზირიშვილი
"
ჰელფინგ ჰენდის" მოხალისე, 2014 წელი

 

მოხალისეობა პირველ რიგში ჩემი პიროვნული პოზიციის გამოხატულებაა. ყველაზე ძლიერი შინაგანი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. მოხალისეობა - სიკეთის კეთების მოტივაციაა, თვითრეალიზაციის და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, ადამიანებთან სიახლოვისა და სხვისი ცხოვრების ახლოდან დანახვის საშუალებაა. ის გრძნობაა, როცა სხვისი იმედიანი თვალებით შემოხედვა სულს ისე გაგითბობს, რომ სურვილი გიჩნდება სხვების ცხოვრებით იცხოვრო.

მე ,,ჰელფინგ ჰენდში’’ დავიწყე მოხალისეობა და აქტიური ნაბიჯების გადადგმა. ასე მინდა მთელი ჩემი ცხოვრება მინდა ვიარო. 

ელენე გოგბერაშვილი
,,
ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე, 2014 წელი

 

"ჩემთვის მოხალისეობა არის ნათელი სხივი!
სხივი იმედის, იმისა რომ მოხალისეობით შემიძლია ვაკეთო კეთილი საქმე... ამ საქმინობამ მომიტანა ბევრი ნათელი დღე, დაუვიწყარი მოგონებები, ემოციები, ის ადამინები რომლებიც მე არასოდეს დამავიწყდება და რაც ყველაზე მთავარია - საკუთარი თავის რწმენა..."

ნატუკა ბაჩალეიშვილი
ჰელფინგ ჰენდის მოხალისე, 2014 წელი

 

“თუ ერთხელ მაინც ყოფილხარ მოხალისე, სურვილი გიჩნდება ეს საქმე შენი ცხოვრების ნაწილად გახადო. თითოეული საქმე მოხალისეობრივი ცხოვრებიდან ცოცხალი კადრივით გებეჭდება გონებაში და მუდმივად ტრიალებს, თავს გახსენებს.

 შეუძლებელია დაივიწყო ის ემოციები და შეგრძნებები, რომლებიც მოხალისეობის დროს გეუფლება. სწორედ ეს ემოციები და შეგრძნებები არ მანებებს თავს და მიმყვება იმ ეტაპამდე სანამ კიდევ ერთხელ არ შეიგრძნობ ახალ მოხალისეობრივ ემოციას”

ლელა გიგაური, "ჰელფინგ ჰენდ"-ის მოხალისე, 2014 წელი

 


მოხალისეობამ მასწავლა თუ როგორ უნდა გამოვიყენო ჩემი თავისუფალი დრო და ენერგია სწორად, ვაკეთო სიკეთე და საკუთარი წვლილი შევიტანო მოხალისეობის განვითარებაში. მოხალისეობის დროს ვიღებ გამოცდილებას, ვეცნობი საინტერესო ადამიანებს და ვიძენ უამრავ მეგობარს.

არასოდეს დამავიწყდება მოხალისეობა კათარზიში მოხუცებთან. მათ განსაკუთრებული სითბო და მზრუნველობა სჭირდებათ. კათარზიში მოხალისეები არა მხოლოდ საკვების მიწოდებას ვუზრუნველყოფდით, არამედ ვცდილობდით დროის ძირითადი ნაწილი მათთან საუბარში გაგვეტარებინა, მოხუცებისაგან            ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიები მოვისმინეთ და ვისწავლეთ.
"ჰელფინგ ჰენდ"-ის მოხალისე ავთანდილ მამალაშვილი, 2014 წელი

 

მოხალისეობა ჩემთვის კეთილ საქმესთან ასოცირდება. მოხალისეობამ მე ცხოვრებისეული გამოცდილება და ბევრი საუკეთესო მეგობარი შემძინა...

ჰელფინგ ჰენდის მოხალისე მათე წულაია, 2014 წელი

 



"მოხალისეობა ჩემთვის იმედია! 
ღრმად, მწამს რომ მოხალისეებს შეუძლიათ შეცვალონ მსოფლიო... " 

ანა ჩოხელი
ჰელფინგ ჰენდის მოხალისე, 2014 წელი

 


"მოხალისეობა ჩემთვის სულის გამოძახილია 

მოხალისეობა საშუალებას მაძლევს დავდგე იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ჩემი დახმარება ნამდვილად სჭირდება...

ჰელფინგ ჰენდში მოხალისეობა მართლაც ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი პერიოდია."

ანა ნოზაძე, ჰელფინგ ჰენდის მოხალისე, 2014 წელი

 

"მოხალისეობა ჩემი სურვილების რეალიზების შესაძლებლობას მაძლევს. ხშირად ვმონაწილეობ პროექტებში, ვმასპინძლობ ჩემს თანატოლებს აფხაზეთიდან. მიმაჩნია, რომ ვმოხალისეობ და კარგ საქმეს ვაკეთებ! 
ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ დრო დაუთმონ მოხალისეობას"

მართა დარციმელია, ჰელფინგ ჰენდის მოხალისე, 2014 წელი