ნინო თოდუა

პროგრამის მენეჯერი

ნინო თოდუა „ჰელფინგ ჰენდ“-ს 2010 წლიდან შემოუერთდა. ის ორგანიზაციის პროგრამების მენეჯერია. მონაწილეობას იღებს მოხალისეობის თემატიკაზე სერვისებისა და სასწავლო მოდულის შემუშავებაში, მართავს  ტრენინგების მოხალისეთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის. 

 

ნინოს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ინფორმატიკა და მართვის სისტემებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2004/2006 წლებში. მას ასევე აქვს დამთავრებული ვენის უნივერსიტეტთან არსებული გერმანულის საერთაშორისო უმაღლესი სკოლა 2001 წელს. 

 

ნინოს აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2007-2009 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კველვებისა და გაცვლების საბჭო (IREX), ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამის ცენტრში (IATP), კომპიუტერული ცენტრის ტრენერ-ადმინისტრატორად, 2010 წლიდან არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.