ანნა ჩოხელი

საერთაშორისო პროგრამის მწვრთვნელი და არაფორმალური განათლების ტრენერი

ანნა ჩოხელი „ჰელფინგ  ჰენდ“-ს 2012 წლიდან შემოუერთდა. ის ორგანიზაციის არაფორმალური განათლების ტრენერი და საერთაშორისო პროგრამის - კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების საერთაშორისო მწვრთვნელია.

ანას ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის და მარკეტინგის ფაკულტეტზე 2008-2013 წელს. გავლილი აქვს  არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასწავლო ტრენინგები, იტალიაში და უნგრეთში 2016-2017 წლებში.

ანას აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2016-2019 წლებში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში Future Problem Solving International (FPSP) ფარგლებში და წარმოადგენდა საქართველოს 50 ქვეყანას შორის. სუპერვიზიას უწევდა საქართველოს გუნდებს საერთაშორისო ასპარეზის დროს.

ანა თავისუფლად ფლობს ინგლისურს. ის ასევე  მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში (CSDC) სასიცოცხლო უნარების ტრენერის პოზიციაზე.