დახმარება

  • პანდემიის გამო ერთადერთი შემოსავალი დავკარგე

    პანდემიის დაწყებამდე თვითდასაქმებული ვიყავი, კერძო ოჯახებში დავდიოდი, ვალაგებდი მათ სახლებსა და ეზოებს. ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო. ახლა ადამიანებს ეშინიათ ვირუსის გამო, ბევრი ერიდება ჩემს დაქირავებას და ერთადერთი შემოსავალიც დავკარგე.

    ვარ 42 წლის, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედა.  უამრავი პრობლემა მაქვს, რომლებიც ფინანსურ სიდუხჭირეს უკავშირდება. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება შვილებთან ერთად ყოფნა და მათთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირორბების შექმნაა.

    კიდევ ერთი დიდი ოცნება მქონდა; მინდოდა სამედიცინოზე მესწავლა, ექიმი გამოვსულიყავი, სხვა ადამიანების დახმარება შემძლებოდა. ახლა მხოლოდ ის მინდა შვილებს ვხედავდე და მათი ცხოვრების უზრუნვეყოფა შემეძლოს.

    ამ ეტაპზე რაც მჭირდება ადამიანების თანადგომაა, მათი გამოწვდილი დახმარების ხელი, ყველაზე მეტად მე და ჩემს შვილებს საკვები პროდუქტები გვესაჭიროება.

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008