დახმარება

  • იმ დროს ვკვდები, როცა შვილი მეუბნება, რომ შია

    შვილთან ერთად  6 კვადრატულ, სარდაფის ტიპის პატარა ოთახში ვცხოვრობ, სადაც სუნთქვაც კი შეუძლებელია. არ გვქვს საკვები, პირველადი აუცილებლობის ავეჯი ან ტექნიკა.. მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები: ასთმა და შაქრიანი დიაბეტი. სახელმწიფოსგან მხოლოდ 130 ლარს ვიღებ დახმარების სახით. ამ თანხით შეუძლებელია ორმა ადამიანმა იცხოვროს, ნორმალურად იკვებოს ან ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.

    იმ დროს ვკვდები, როცა შვილი მეუბნება, რომ შია. ნიჭიერი ბავშვი მყავს, მაგრამ, განათლებასაც ვერ ვაძლევ, დისტანციური სწავლებაა, არც კომპიუტერი გვაქვს და არც შესაბამისი ტელეფონი. მეტირება, ვიცი ჩემი შეცდომები, ოჯახში არ გამიმართლა, ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, სულ მარტო დავრჩი, ოჯახის წევრებმაც ზურგი მაქციეს. მეშინია სიკვდილის, ვფიქრობ რომ ჩემი შვილი უპატრონოდ დარჩება, ჯანმრთელი უნდა ვიყო, მაგრამ რანაირად? მე და ჩემი შვილი ისეთივე შეუმჩნეველი ვართ, როგორც ჩემი ქოხი -  ამ უზარმაზარი სახლების ფონზე.