დახმარება

  • თვიდან თვემდე  ძალიან გვიჭირს თავის გატანა

    მე მარინე ვარ, 38 წლის, ნაწილობრივ უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სამი შვილის დედა. მეუღლემ მიმატოვა და ბავშვებზე პასუხისმგებლობა მე მაქვს აღებული. პრაქტიკულად არ გვაქვს შემოსავალი, თვიდან თვემდე  ძალიან გვიჭირს თავის გატანა. გვესაჭიროება საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

    ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილები ადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ, ჩვენს სახლში  საშინელი ნესტია, უამრავი მწერი და ცუდი მდგომარეობა. საკვების შეძენაც კი მიჭირს, სხვა რომ არაფერი ვთქვა... პანდემიის დაწყებამდე ვახერხებდი მუშაობას, მაღაზიაში დამხმარედ ვიყავი და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი. ახლა მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული. ჩემს შვილს ფსიქოლოგთან კონსულტაცია სჭირდება, სამწუხაროდ, ეს ძვირი მომსახურებაა და მე ამის უზრუნველყოფას ვერ შევძლებ, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, ჩემი შვილებისთვის...

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008