დახმარება

  • ყოველდღიურად გამოსახლების მოლოდინში ვართ.

    მე ირმა ვარ, 43 წლის,  მარტოხელა დედაა, ვზრდი სამ შვილს და ვუვლი მარტოხელა მამას, რომელიც ადრე მუშაობდა და როგორც შეეძლო გვეხმარებოდა კიდეც, მაგრამ ახლა მამა ავადაა, შშმ პირია, ეტლით მოძრაობს და მას თავად სჭირდება ჩემი ყურადღება და მზრუნველობა.

    პანდემიამდე სასტუმროში ვმუშაობდ, დიდი ანაზღაურება არ მქონდა, მაგრამ საკვებისთვის საკმარისი იყო. ახლა ეს სამსახურიც დავკარგე. პანდემიის პირობებში ჩემთვის ყველაფერი გაჩერდა, გამოსავალი არ ჩანს...

    შვილებთან ერთად მშობლების სახლში ვცხოვრობ, რომელიც წლების წინ  იპოთეკაში ჩადეს. მაისის თვეში, მას შემდეგ რაც უმუშევარი დავრჩ, ბანკიდან დაგვიკავშირდნენ და  გვაცნობეს, რომ ბინა უკვე ჩვენი საკუთრება აღარაა...  ყოველდღიურად გამოსახლების მოლოდინში ვართ.

    ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რომ ბავშვები დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩავრთოთ, სახლში სულ ერთი ტელეფონი გვაქვს,  თანაც ისეთი, რომელიც ონლაინ-სწავლებისთვის საჭირო პროგრამებს ვერ ხსნის.  ტექნიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, საჭირო ავეჯიც კი არ გვაქვს სახლში, თუნდაც საწოლები ბავშვებისთვის და ა.შ. არ ვიცი, როგორ ვახერხებთ, რომ თავი გავიტანოთ. სულ ტელეფონს ვუყურებ იქნებ სამსახურიდან დამირეკონ.

    ჩვენთვის ნებისმიერი სახის დახმარება, დიდი შვება იქნება.

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008