დახმარება

  • არ გვაქვს გამათბობელი, სახლში ძალიან ცივა

    მე ნათია ვარ, 37 წლის, მარტოხელა და სოციალურად დაუცველი დედა.  3 შვილთან ერთად თვითნებურად შესახლებული ძველ შენობაში, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საცხოვრებელი პირობები, არ გვაქვს გამათბობელი, გაზქურა ან სხვა სახის ტექნიკა. ამიტომ, სახლში ძალიან ცივა... სამწუხაროდ, შრომისუუნარო ვარ, გაკეთებული მაქვს თირკმლის სტენდირება, რეაბილიტაციისთვის მჭირდება მედიკამენტები, რისი შესაძლებლობაც არ მაქვს.

    არათუ წამლების, ბევრჯერ ყოფილა, საკვების ფული არ მქონია. ასეთ დროს ვცდილობ, სანამ სოციალური დახმარება დამერიცხება, მე არ ვჭამო  საკვები და შვილებს გავუნაწილო.

    2 შვილი დღის ცენტრში დადის. ნიჭიერი ბავშვები მყავს, კარგად ხატავენ და მღერიან, მაგრამ ვერცერთ  წრეზე ვერ დამყავს. მხოლოდ ელემენტარულ პირობებზე ვოცნებობ, მინდა ჩემს შვილებს ნორმალური სახლი და საკვები ჰქონდეთ.

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008