დახმარება

  • გვეშინია ზამთრის, რადგან არ გვაქვს შეშა და სხვა გათბობის საშუალება

    მარტოხელა დედობა დიდი და მძიმე ტვირთია, თუმცა  ვცდილობ ჩემი შვილისთვის ვიცხოვრო. პანდემიის დაწყებამდე მიმტანად ვმუშაობდი ერთ-ერთ რესტორანში, მაგრამ შემდეგ ეს სამსახურიც დავკარგე. ახლა არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, არც რაიმეს იმედი.

    ძალიან მძიმე პირობებში ვცხოვრობთ,  არ გვაქვს სასმელი წყალი, გვეშინია ზამთრის, რადგან არ გვაქვს შეშა და სხვა გათბობის საშუალება. მხოლოდ ღუმელი გვაქვს, რომლისთვისაც შეშის ყიდვა ჩვენთვის შეუძლებელია. მამა ონკოლოგიური ავადმყოფი მყავს, მისი მოვლა რთულია, თანხებთან ერთად ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს.

    ჩემს შვილს არასრული განათლება აქვს, ამასაც ძალიან განვიცდი, მინდა, რომ ჭკვიანი და განათლებული იყოს, ჩემს მსგავსად არ გაუჭირდეს ცხოვრება. ახალგაზრდობაში ორი შვილი მომიკვდა, მესამე შვილმა მომცა ძალა, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა, სიცოცხლისკენ შემომაბრუნა.

    ახალგაზრდობაში ცირკის მსახიობობაზე ვოცნებობდი, ახლა... ახლა მხოლოდ სრულფასოვან კვებაზე, ტანსაცმელსა და აუცილებელ ტექნიკაზე ვბედავ ფიქრს.

    თუმცა, ჯანმრთელობის გარდა, არაფერს ვნატრობ, მამამ მინდა დიდხანს იცოცხლოს, ჩემი შვილი მინდა გზაზე დავაყენო... სამხედრო სამსახურში გეგმავს წასვლას, თუმცა, არ ვიცი როგორ შეძლებს.

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008