დახმარება

  • მე დიდი ხანია, თითქმის არაფერზე ვოცნებობ

    მე ქეთი ვარ, 33 წლის, ორ მცირეწლოვან შვილთან და ხანდაზმულ მამასთან ერთად, ახლობლის სახლში ვცხოვრობთ. მამა შშმ პირია, გაფანტული სკლეროზი აქვს, მარტოს მიწევს მისი მოვლა. პრაქტიკულად არ გვაქვს არანაირი შემოსავალი,  პანდემიამდე ძირითადად, კერძო პირებთან - სახლებს ვლაგებდი და ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო.

    ჩემი შვილი დისტანციურად უნდა სწავლობდეს, მაგრამ ამ ვითარებაში უჭირს სწავლის გაგრძელება, რადგან არ გვაქვს კომპიუტერი, არც სხვა პირობები, რომლებიც ამ ასაკის  ბავშვის განვითარებისთვის არის აუცილებელი.

    მე დიდი ხანია, თითქმის არაფერზე ვოცნებობ. ოდესღაც მინდოდა კარგი განათლება მქონოდა, ინგლისური მესწავლა, ჩემი პროფესია მქონოდა. ახლა მხოლოდ შვილის მომავალზე ვფიქრობ და ყველაზე მეტად ის მინდა, რომ  კარგი ადამიანი გაიზარდოს.

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008