დახმარება

  • ჩემი შვილი ბალერინობაზე ოცნებობს, მე კი - მისი ოცნების ასრულებაზე

    მე ნინო ვარ, 54 წლის, ძალადობის მსხვერპლი და მარტოხელა დედა. თავშესაფარში  სამჯერ ვიმყოფებოდი ძალადობის მსხვერპლის სტატუსით. ვზრდი მცირეწლოვან შვილს. ბავშვის მამა ისე გარდაიცვალა, შვილი ერთხელაც არ უნახავს.

    მაქვს ძალიან მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები: არ მაქვს აბაზანა, სარეცხი მანქანა, სხვა საჭირო ტექნიკა და ავეჯი. განსაკუთრებით ვდარდობ საკვებსა და ტანსაცმელზე, რომელიც არასდროს მქონია საკმარისი, ახლა მით უმეტეს: პანდემიის პირობებში საკვები ბევრად გაძვირდა, ვიდრე მანამდე იყო და უფრო რთული გახდა შეძენა.

    ჩემი შვილი ბალერინობაზე ოცნებობს, მე კი - მისი ოცნების ასრულებაზე. ვცდილობ ინტერნეტი ჩავრთო, არ მინდა ჩემი შვილი სწავლას მოვწყვიტო. მაქსიმალურად ვიკლებ ყველაფერს, რომ ელემენტარული პირობები მაინც შევუქმნა, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან რთულია.

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008