„მოხალისის ეროვნული ჯილდო 2020“

👉ჰელფინგ ჰენდ“- იწყებს განაცხადების მიღებას კონკურშიმოხალისის ეროვნული ჯილდო 2020“ მონაწილეობის მისაღებად.
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანებისთვის, ვინც უანგაროდ ეხმარებიან საქართველოში მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს.

👉კორონა ვირუსის (COVID – 19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოება კვლავ იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, უამრავი ადამიანი ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში. ამ ადამიანებს უნდა ვიცნობდეთ და მადლობა გადავუხადოთ.

👉ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში შეტანილი წვლილისათვის:
გადაუდებელი დახმარება კრიზისულ სიტუაციაში
ადამიანის უფლებების დაცვა
გარემოსდაცვითი სფერო
მოხალისეობის განვითარება
განათლება
კულტურა
სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება

👉იმისათვის, რათა თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი მოხალისეები უკეთესად იყვნენ წარმოდგენილნი, მოხალისის ეროვნული ჯილდო გაიცემა შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში:
ახალგაზრდა (14 დან 29 წლამდე)
ზრდასრული (30 დან ზემოთ)

👉საუკეთესო მოხალისის შერჩევის პროცედურა ყოველმხრივ თანხვედრაშიამოხალისეობის შესახებ საქართველოსკანონთან და სხვა შესაბამის კანონმდებლობასთან.

გთხოვთ, წარმოადგინოთ ელექტრონულად განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 29 მაისისა

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeCu93JD5bPZMpia3rx-vP622g53wLgYINUoA8T1OoORkqdzQ/viewform

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: helpinghand.geo@gmail.com

დატოვეთ კომენტარი