ნინო ძიდიკაშვილი

მოხალისე, კოორდინატორი

ნინო ძიძიკაშვილი „ჰელფინგ ჰენდ“-ს 2018 წლიდან შეუერთდა. ის ორგანიზაციაში მოხალისეთა კოორდინატორია.  კოორდინირებას უწევს მოხალისეების საქმიანობას.

ნინო სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის მიმართულებით 2016 წლიდან – დღემდე.

2018 წლიდან ის მუშაობდა სარეაბილიტაციო და  სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „აისი“-ში, სადაც ნინო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციას იკავებდა. ამის შემდეგ ნინო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ში იწყებს მოხალისეობას, ორგანიზაციის ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციაში „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“, ფსიქოლოგის ასისტენტად.

2018 წლიდან ნინო ჯოენის სამედიცინო ცენტრის ფსიქო-სოციალური სამსახურის მოხალისე ფსიქოლოგია. 2019 წლიდან ნინო მოხალისეობას იწყებს ასოციაცია „ანიკა“-ში. პარალელურად, ნინო „ჰელფინგ ჰენდ“-ის პარტნიორ ორგანიზაციაში „ბავშვი და გარემო“ მოხალისეობს ტრენერის ასისტენტად და მუშაობს მიუსაფარ ბავშვებთან.

 

NIno-Dzidikashvili_Volunteer-Coordinator