ქეთევან ზარანდია

მოხალისე, კოორდინატორი

ქეთი ზარანდია „ჰელფინგ ჰენდ“-ს 2018 წლიდან შეუერთდა. ის თავდაპირველად მოხალისე იყო, ახლა კი მოხალისეთა კოორდინატორია. ქეთი ახდენს მოხალისეთა რეკრუტირებას და უწევს კოორდინაციას მოხალისეების საქმიანობას.

ქეთი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, სწავლობს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2019 წელს დამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებელი.

ქეთი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანთლებლო პროექტებში, უნივერსიტეტსა და მის ფარგლებს გარეთ. მისმა დაწერილმა რამოდენიმე პროექტმა მოიპოვა კიდეც გამარჯვება და დაფინანსება. იღებს კონფერენციებში, ტრენინგებში, ფესტივალებში, კონკურსებსა და თემატურ სკოლებში მონაწილეობას. არის მოყვარული ფოტოგრაფი, გახდა გამარჯვეული რამოდენიმე ფოტოკონკურსში. მუშაობს ეთნიკურ უმცირესობებთან, აქვს ჩატარებული ტრენინგები საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში. ამჟამად არის მოხალისე-ტუტორი და ეხმარება არაქართულენოვან სტუდენტებს ქართულის სწავლასა და ახალ საცხოვრებელ გარემოში ადაპტაციაში. როგორც მომავალი მასწავლებელი ხშირად ატარებს შეხვედრებს სკოლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან და უზიარებს მათ თავის გამოცდილებას.

 

Ketevan-Zarandia_Volunteer-Coordinator