მისია

ახალგაზრდებში  მოხალისეობის კულტურის დანერგვა და მათი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად ფორმირება.

 

ხედვა

სამყარო, სადაც გაერთიანებული და აქტიური ახალგაზრდები აღმოაჩენენ თავიათ შესაძლებლობებს და ახდენენ დადებით ცვლილებებს საზოგადოებაში. ახალგაზრდები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო შეგნებითა და პასუხისმგებლობით. მზად არიან  დახმარების ხელი გაუწოდონ მათ, ვისაც ეს სჭირდებათ..

 

ღირებულებები

  • ეფექტურობა – ვახორციელებთ შედეგზე ორიენტირებულ პროგრამებს. მოხალისეობით ვახდენთ  დადებით ცვლილებებს ინდივიდების, საზოგადოების ცხოვრებაში და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში.
  • ნდობა – ნდობა და მაღალი პასუხისმგებლობა საქმისადმი.
  • გაძლიერება – ახალგაზრდების პიროვნული განვითარება და პროფესიული ზრდა, მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა და გარემოს შექმნა.
  • მზრუნველობა – ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთსა და იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვემსახურებით.